საქველმოქმედო საღამო

საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება „ერისიონი“.

ღონისძიება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის ჩატარდება. „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის კავკასიაში პირველი სარეაბლიტაციო ცენტრი აშენდება – სახელწოდებით „ბედნიერი სახლი“.

„ერისიონი“ პროექტში აქტიურ მონაწილეობას რამდენიმე ეტაპზე მიიღებს. კონცერტი, შოუ პროგრამით „ქართული საგანძური“ კი 19 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.