საქველმოქმედო საღამო 

ქუთაისი მსოფლიო ვარსკვლავების დასახვედრად ემზადება.

საქველმოქმედო გალა-კონცერტამდე რეპეტიციებს ქუთაისის ოპერის თეატრის საორკესტრო გუნდი რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გადის. საქველმოქმედო გალა-კონცერტი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში 9 ნოემბერს გაიმართება.   ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ნინო სურგულაძის ფონდმა, „ნატვრის ხემ“ დაარსების დღიდან 60-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება.

დატოვე კომენტარი