საქველმოქმედო საღამო

ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი 8 წლის გახდა.

დღევანდელი დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, ბერი ანდრიას ჩანახატების კრებულის, – “სიკეთის საგალობელი”, – პრეზენტაცია გაიმართა, ასევე ფონდის რვაწლიანი საქმიანობა შეჯამდა.

ღონისძიების ფარგლებში ახალი პროექტი, – “დარგე ხე, დადე აგური, გადაარჩინე სიცოცხლე”, – წარადგინეს. პროექტის მიხედვით, ყოველი ახალშობილი, დაბადებისთანავე ქველმოქმედი გახდება. მშობლების სურვილით, დაირგვება ხე ბავშვის სახელით და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრს შეემატება აგური. ბავშვის სახელზე მშობლებს კი საპატიო სიგელი “პატარა ქველმოქმედი” გადაეცემათ.

ღონისძიებას საპატრიარქოს, სამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდის მეგობრები დაესწრნენ.