საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში

საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა ლადო მესხიშვილის თეატრში. კონცერტი, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ქართველი მეცო-სოპრანოს, საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” დამფუძნებლის, ნინო სურგულაძის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.