საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 50 წლის მამუკა ხატიაშვილს სჭირდება.

მას პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. მამუკა საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას თურქეთში, მკურნალობისთვის კი საჭიროა 45 000  ამერიკული დოლარი. ოჯახს ძვირადღირებული მკურნალობისთვის თანხა არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც აქვს მამუკა ხატიაშვილის დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შუძლია.