საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 32 წლის ტარიელ კურბანოვს ესაჭიროება.

ახალგაზრდა კაცს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მარჯვენა პარკუჭის თრომბი და მწვავე ქოლეცისტიტი დაუდგინდა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ძვირადღირებული ოპერაციაა აუცილებელი. ოპერაცია და შემდგომი რეაბილიტაცია საზღვარგარეთ უნდა ჩატარდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც აქვს 32 წლის ტარიელ კურბანოვის დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.