საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 34 წლის ვახტანგ ყუბანეიშვილს სჭირდება.

ახალგაზრდა კაცი ერთი თვის წინ საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობის მიზეზით გადაიყვანეს. ექიმებმა კი მას გულის მძიმე დაავადება, დილატაციური კარდიო-მიოპათია დაუდგინეს. 34 წლის ვახტანგ ყუბანეიშვილის გადასარჩენად აუცილებელია გულის სასწრაფო გადანერგვა. ოჯახს ძვირადღირებული ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას ვისაც აქვს ვახტანგ ყუბანეიშვილის დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.

დახმარება შესაძლებელია ასევე ფასიან სატელეფონო ნომერზე დარეკვით. ზარის ღირებულება ერთი ლარია.