საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება ორი შვილის დედას, რიმა წულაიას სჭირდება. რამდენიმე თვის წინ, ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი, მწვავე ლეიკემია დაუსვეს. უკვე მოხერხდა რიმა წულაიას გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ის ახლა გადაუდებელი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია ძვირადღირებული პროცედურა – ძვლის ტვინის გადანერგვა. ოჯახს არ გააჩნია ამისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც აქვს ორი შვილის დედის, რიმა წულაიას დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.