საქველმოქმედო განცხადება

საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

23 წლის მარიამ ძაგნიძე ოთხი წელია იუნგის სარკომას – ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.  მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ოჯახმა მისი სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც აუცილებელია რეანიმობილის დაქირავება. ოჯახს არ აქვს ძვირადღირებული მომსახურებისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ.