საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება მეკო ჩიტიშვილს სჭირდება.

ექიმებმა ახალგაზრდას მძიმე დიაგნოზი, ძვლის სარკომა დაუდგინეს. მდგომარეობა მძიმეა. მეკოს სასწრაფოდ სჭირდება ძვირადღირებული ოპერაცია საზღვარგარეთ. პირველ ეტაპზე მკურნალობა 300-დან 500 000-მდე ლარი ჯდება. ვითარებას მეკოს დედის მდგომარეობაც ამძიმებს, რომელიც ასევე ონკოლოგიური პაციენტია. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.