საქველმოქმედო განცხადება
ხუთი წლის მილა ჯანელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ორწლინახევრის იყო, როცა ლეიკემია დაუდგინდა. 3-წლიანი მკურნალობის მიუხედავად, გოგონას რეციდივი აქვს. ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რაც დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებმა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე.