საქველმოქმედო განცხადება

18:35, 05.08.2026

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას პირველადი დიაგნოზით აუტიზმი აქვს, ახლა კი თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – მედულო-ბლასტომა ნათხემზე დაუდასტურდა, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ორი კვირის წინ, ლუკა ბესელიძეს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღეში ლუკას თურქეთში სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სხივური და ქიმიოთერაპიის კურსი. ასევე საჭიროა დამატებითი პოსტოპერაციული კვლევები, რათა გამოირიცხოს მეტასტაზების არსებობა. მკურნალობის ხანგრძლივობა, წინასწარი შეფასებით, სულ მცირე, ექვსი თვე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ლუკას ოჯახს სტამბოლში მოუწევს ყოფნა. პარალელურად, ბავშვს დასჭირდება ნეიროფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა. მკურნალობისთვის საჭირო თანხა, 89 500 დოლარს შეადგენს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ.

მსგავსი