საქველმოქმედო განცხადება

ხუთი წლის მილა ჯანელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას რამდენიმე წლის წინ, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. ოჯახის ინფორმაციით, მკურნალობა ისრაელში დაიწყეს, სადაც ორი წლის განმავლობაში, ურთულესი გზა გაიარეს და დაავადება თანდათან რემისიაში გავიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაგრძელდა თერაპია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება რემისიაში იყო, მილას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ამის გამო, ოჯახს მისი გადაყვანა ამჯერად უკვე თურქეთში მოუხდა. ამჟამად ექიმებმა დაუდგინეს ტვინის ნათხის ანთება, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ და ინტენსიურ მკურნალობას, რადგან არსებობს დაავადების რეციდივის ძალიან მაღალი რისკი. ეს კი დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ყველას, ვისაც პატარა მილას დახმარება სურს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.