საქველმოქმედო განცხადება
33 წლის ინა გარუჩავას სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარებაა საჭირო.
პაციენტს დაუდგინდა უკიდურესად იშვიათი და მძიმე დიაგნოზი – სისხლჩაქცევა ტვინის ღეროში, ხიდის მიდამოში. ამჟამად ის გადაყვანილია თურქეთში, სადაც გადის ინტენსიურ მკურნალობას. სპეციალისტების შეფასებით, საშუალოდ საჭიროა არანაკლებ სამთვიანი რეაბილიტაციის კურსი, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე.