15 წლის ლუკა კირკიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ავარიის შედეგად მან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გადასარჩენად საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება თურქეთში. ოჯახის ცნობით, მას კიდევ ერთი ოპერაცია ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.