საქველმოქმედო განცხადება

18:43, 15.07.2025

22 წლის მიხეილ ბოგვერაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მას 2024 წლის ნოემბერში თავში ანევრიზმა გაუსკდა. ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია, თუმცა კლინიკაში ყოფნის პერიოდში მდგომარეობა დამძიმდა, რადგან განვითარდა არაერთი გართულება: კლინიკური ინფექციები, ბაქტერიები, დაზიანდა ტრაქეა – საყლაპავი მილი, ფილტვები და სხვა. საჭირო ხდება მეორე ოპერაცია თავზე, საყლაპავის პრობლემის მოგვარება და შემდგომი სარეაბილიტაციო მკურნალობა, რაც დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.

მსგავსი