საქველმოქმედო განცხადება

შვიდი თვის მართა შამანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაბადებიდან ექვს დღეში, ინფექციის ფონზე ცხელება დაეწყო, რის შემდეგაც იშემიური ინსულტი განუვითარდა. ბოლო კვლევის მიხედვით, მართა შამანაძეს დაუდგინდა ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მძიმე ფორმა. ამჟამად ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მართა შამანაძეს სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში მკურნალობა, რომელიც 61 855 დოლარს შეადგენს. შესაბამისი მკურნალობა დაინიშნება სტამბოლის „ლივ ჰოსპიტალში“. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა, ეკრანზე მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ.