საქველმოქმედო განცხადება

ახალგაზრდა მამაკაცს, კონსტანტინე მესხს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

2024 წლის ოქტომბერში კონსტანტინეს მძიმე ონკოლოგიური დაავადება, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლისა და ძვლის ტვინის უჯრედებზე. საწყის ეტაპზე მკურნალობა კარგად მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო ერთი თვეა, დაავადება სისხლში პროგრესირდა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მკურნალობის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ამოიწურა. ახლა საჭიროა მძლავრი ქიმიოთერაპია, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, კონსტანტინეს გადარჩენისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია იქნება ერთადერთი გზა. აღნიშნული პროცედურები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს აღარ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.