27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას 2023 წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდასტურდა. დიაგნოზის მიღებისთანავე ოჯახმა დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა – საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიის შემდეგ, პაციენტი სტამბოლის Florence Nightingale Hospital-ში გადაიყვანეს, სადაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დაავადებამ რეციდივი განიცადა – ამჯერად განსაკუთრებით აგრესიული ფორმით. მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის სრულად ამოწურულია ყველა დაფინანსების წყარო – სახელმწიფო, საერთაშორისო, ოჯახური და სამეგობროს ძალებით მობილიზებული თანხები და რესურსები.
გთხოვთ, დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.