საქველმოქმედო განცხადება

ხუთი წლის დათა წიქორიძეს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება.

თურქეთის კლინიკაში ჩატარებული კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც 17 000 დოლარამდე ჯდება. ოჯახს ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. ანომალიურად განვითარებული სადინრები, ხელს უშლის ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას, რაც აფერხებს ბავშვის ზრდის განვითარებას და ღვიძლის ფუნქციებს. დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ დედის, მარიამ წიქორიძის ანგარიშებზე, რომლებსაც ახლა ეკრანზე ხედავთ.