საქველმოქმედო განცხადება

წლინახევრის კირა ბაძაღუას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოგონას იშვიათი და მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – თანდაყოლილი ჰიპოთალამური ჰამარტომა, რაც თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნია. ერთადერთი გამოსავალი ლაზერული ოპერაციაა, რომელიც საქართველოში არ ტარდება და რეკომენდაციის თანახმად, ის საფრანგეთში უნდა გაიგზავნოს. ოპერაციის და კვლევების ღირებულება 64 600 ევროა. ოჯახს თანხის სრულად შეგროვების რესურსი არ გააჩნია და დახმარებას ითხოვენ.