საქველმოქმედო განცხადება 

საზოგადოების დახმარება 15 წლის სვეტა ძირკვაძეს სჭირდება.

მოზარდს გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა, მას დაუქვეითდა მხედველობა და მკვეთრად გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. გოგონას კვლევების ჩატარება და მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. 15 წლის სვეტა ძირკვაძეს ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს, ვინაიდან ძვირადღირებული პროცედურების დაფინანსება თავად არ შეუძლია.

ყველას, ვისაც აქვს მოზარდის დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.