საქველმოქმედო განცხადება

18:49, 23.02.2023

საზოგადოების დახმარება რვა წლის ანდრია ბაღაშვილს სჭირდება.

ბავშვს რამდენიმე თვის წინ უიშვიათესი დაავადება, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა დაუდგინდა. ანდრიას უტარდება ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მისი ორგანიზმი ვერ ინარჩუნებს თრომბოციტებს და მკურნალობა უშედეგოა. ანდრია მკურნალობის კურსს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის. ოჯახმა ძვირადღირებული მკურნალობისთვის აუცილებელი რესურსი ამოწურა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც აქვს რვა წლის ანდრიას დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.

მსგავსი