საქველმოქმედო განცხადება

18:32, 28.11.2019

საზოგადოების დახმარება 31 წლის მარიკა მაკარიძეს სჭირდება. ექიმებმა მას უმძიმესი დიაგნოზი, ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ახალგაზრდა ქალის ოჯახმა, მეგობრებმა და ახლობლებმა პირველ ეტაპზე მოახერხეს თანხის შეგროვება და ის სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთთვიანი კურსი 19 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, რისი რესურსიც მათ არ აქვთ.

მარიკა მაკარიძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.

მსგავსი