საქველმოქმედო გამოფენა

გალერეა „ვანდა“ თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

ახალგაზრდა ქართველმა მხატვარმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, უმაღლესი გრანტი, 15000 დოლარი მოიპოვა, თუმცა ამ დროისთვის დარჩენილი გადასახადის დასაფარი ნაწილი 23936 დოლარს შეადგენს.

თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერად გალერეა „ვანდაში“ თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, შემოსული თანხა კი ახალგაზრდა ხელოვანის მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსებას მოხმარდება.

გამოფენა  19:00 საათზე გაიხსნება.