სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ორგანიზებით, წინასაშობაო-საქველმოქმედო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებაში 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ადგილზე მოწყობილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოგვიანებით დაგეგმილია ნაძვის ხის ანთებაც. ღონისძიების მიზანი ქველმოქმედება და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაა.