„ემოცია და ხელოვნება“ – ამ სახელწოდების საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნა გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში. მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია „შენი მომავალის“ ბენეფიციარებმა და თბილისის №200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა. ჩატარდა ანიმატორების შოუ, ბავშვები სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.