საქველმოქმედო გამოფენა

დედის დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მხატვრები ქართველი და უკრაინელი დედების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ექსპოზიციაზე 50 ნამუშევარი გამოიფინა, მათ შორის ნაწილი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. შემოსული თანხის ნახევარი, უკრაინაში გაიგზავნება, მეორე ნახევარი კი – ქართველ მრავალშვილიან დედებს მოხმარდება.