საქველმოქმედო აქცია

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ფონდის ბენეფიციარებსა და შემომწირველებს ბოლო ერთი წლის შედეგები გააცნეს. ფონდის ხელმძღვანელებმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბავშვებისთვის გასართობი პროგრამაც მოუწყეს და საახალწლო საჩუქრები დაურიგეს.

დიმიტრი ცინცაძის ფონდი უკვე ხუთი წელია არსებობს. ფონდმა 300-მდე ბავშვის დახმარება შეძლო.