საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზურა მენთეშაშვილის  საოჯახო ფილმი “ცელქი ბავშვები – ოპერაცია – მეცხრე ცა’’ .  ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, ფილმისთვის სამი D ფორმატში ეყურებინათ.

ორგანიზატორების განცხადებით, ასეთი აქციები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების  ინტეგრირებას საზოგადოებაში.