საქველმოქმედო აქცია მცხეთაში

მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ნაყინის გრანდიოზული ფესტივალი გაიმართა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებს, საზაფხულო გამაგრილებელი დესერტით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივით მოეწყო. პატარებმა საზაფხულო თემატიკაზე ნახატებიც დახატეს. გამარჯვებული სამეული კი, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლებმა დააჯილდოვა. იტალიელმა მზარეულმა სტუმრებისთვის სხვადასხვა დესერტი და კოქტეილები დაამზადა.

ანუკი არეშიძე ფესტივალზე ორ შვილთან ერთად ჩავიდა და გასართობ პროგრამაში მონაწილეობა პირადად მიიღო.

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.