საქველმოქმედო აქცია

საშობაო აქცია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად. გაერთიანდნენ ბიზნეს-ასოციაციები. ცხრა თავშესაფრისთვის პირველადი საჭიროების ნივთები შეგროვდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარს გადაეცემა. საშობაო საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ბაიკერებმა მოტო-მსვლელობაც მოაწყვეს. ღონისძიების პარტნიორები ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, გერმანიის​ ბიზნეს-ასოციაცია და სასტუმრო „შერატონი“ არიან.