საქველმოქმედო აქცია

აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში  იმყოფებოდნენ. ისინი კოდორის ხეობიდან დევნილი გურჩიანების ოჯახს ესტუმრნენ. სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს.