საქსტატის მონაცემები

ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას აფასებს. „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.0%-ით, ხოლო მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 656 და 621  ათასი შეადგინა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. მაჩვენებელი 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი და 1150 ლარს შეადგენს.

ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, ჯანდაცვის და ტრანსპორტირების და დასაწყობების სექტორები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა.