საქსტატის მონაცემები

2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1.2 %-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად უმჯობესდება. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ზრდა ძირითადად განპირობებულია დასაქმებულთა რაოდენობის მატებით ისეთ დარგებში, როგორიცაა ვაჭრობა, მშენებლობა, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები.

გასულ წელთან შედარებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა სოფლად, ხოლო ქალაქში შემცირდა. ამავე მონაცემებით, ქალებთან შედარებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია კაცებში.