საქსტატის 2019 წლის ანგარიში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. გასულ წელს უწყებამ მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომელიც სასმელი წყლის ხარისხსა და ბავშვების ტვინში ტყვიის შემცველობას ეხებოდა. ასევე, სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად დაინერგა ახალი მეთოდოლოგია.

ამასთანავე, მომზადდა მომდევნო ოთხი წლის განვითარების სტრატეგია. რაც შეეხება საქსტატის 2020 წლის ბიუჯეტს, გოგიტა თოდრაძის თქმით, უწყების ფინანსები, წინა წელთან შედარებით, 5,8 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას მოხმარდება.