საქსტატის 100 წლის იუბილე

თბილისში საქსტატის 100 წლის და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20 წლის იუბილე აღინიშნება.

რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთისა და უნგრეთის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები იღებენ.

ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.