საქსტატი - თებერვალში ეკონომიკა წლიურად 4,6%-ით გაიზარდა

თებერვალში ეკონომიკა 4,6 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.  2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში.  სამშენებლო დარგში კი კლება დაფიქსირდა.

ოფიციალური პროგნოზით, მთავრობა წლის ბოლოსთვის 4,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.