საქსტატი - საქართველოში უმუშევრობა შემცირდა

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 11.4 პროცენტი შეადგინა. წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ეს 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გაიზარდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა და შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი. 2018 წელს უმუშევრობა საქართველოში ბოლო წლების მინიმალურ დონეზე შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.