საქსტატი: საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მაჩვენებელმა 5.6 პროცენტს მიაღწია. იანვარ-მარტში კი ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5.2 პროცენტს შეადგენს.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის, გაზრდილმა ექსპორტმა და იმპორტმა, ფულადმა გზავნილებმა და ტურიზმის სექტორმა.

სტატისტიკა დღეს ეკონომიკის მინისტრმა შეაფასა.