საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა ახალ მეთოდოლოგიაზე გადადის 

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მოხდა. საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტი ახალი სტანდარტების შესაბამისად გადათვალა, რაც საერთაშორისო ექსპერტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო.