„საქსტატი“ ახალ კვლევას იწყებს

15:30, 19.10.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევას ჩაატარებს. მიზანია ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე დახარჯული დროის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება. მონაცემები მოიცავს როგორც ანაზღაურებად შრომას, ისე აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობასა და ზრუნვას, მათ შორის ბავშვების, ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოვლას. ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ 3 120 ოჯახში, გამოიკითხება 15 წლის და უფროსი ასაკის ყველა პირი. სამუშაოები 30 ოქტომბერს დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

მსგავსი