საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობასთან პრობლემები ახლა შეექმნა, საქართველოში კი ის 2014 წლის ზაფხულიდან ძებნილად არის გამოცხადებული. ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის ოთხ საქმეში ედება. ოთხივე საქმე გახმაურებულია, თუმცა, განაჩენი არცეთ მათგანზე ჯერ არ დამდგარა. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით სამჯერ მიმართა. მათ შორის, ბოლო მიმართვა 2017 წლის სექტემბერში გაიგზავნა. ოფიციალური თბილისი უკრაინის იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს ახლაც ელოდება.

თამარ გოგესაშვილი შეგვახსენებს იმ რეზონანსულ საქმეებს, რომლებზეც 2013 წელს ქვეყნიდან წასულ ექსპერზიდენტს განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოუტანონ.