„საქმე 0011“ - ფილმის პრემიერა

„საქმე 0011“ – კინოთეატრ „ამირანში“ კინორეჟისორ გიორგი გერსამიას მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმში საბჭოთა მწერლისა და ციხის დირექტორის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ამბავია მოთხრობილი, რომელიც მწერალს ახალი წიგნის დასაწერად, სიკვდილმისჯილთა საკანში შეუშვებს. რეჟისორის განცხადებით, ფილმი საქართველოს წინა საუკუნის ეპოქის ანარეკლია და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ატარებს. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ნიკოლოზ ხომასურიძე და ალექსანდრე სუდაძე.

დატოვე კომენტარი