„საქმე 0011“ - ახალი ქართული ფილმი

„საქმე 0011“ – ასე ჰქვია ახალ ქართულ ფილმს, რომლის რეჟისორიც გიორგი გერსამიაა. მხატვრულ ფილმში საბჭოთა მწერლისა და ციხის დირექტორის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ამბავია მოთხრობილი, რომელიც მწერალს ახალი წიგნის დასაწერად სიკვდილმისჯილთა საკანში შეუშვებს. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ნიკოლოზ ხომასურიძე და ალექსანდრე სუდაძე. კინოსურათის ტელეპრემიერა შემოდგომაზეა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი