საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში

რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ფლორინ ვიზანმა პრეზიდენტს კონსტანცას პორტში უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრეს.

დეტალებით ნათია ქენქაძე შემოგვიერთდება „მოამბის“ ეთერში.