საქართველში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

საქართველში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ქვეყნებს შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს, მათ შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

კანადურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების გამო და მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნა საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები.