საქართველოსთან დაკავშირებული დებატები „ჰადსონის ინსტიტუტში“
საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა „ჰადსონის ინსტიტუტში“. „საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე: ირანის გავლენა და სტრატეგიული კონკურენცია“ – ამ სახელწოდების დისკუსიას ყოფილი პარლამენტარი, გიორგი კანდელაკი და ამერიკელი მკვლევარი, ლუკ კოფი ესწრებოდნენ. დებატებში მონაწილეობდა ასევე ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „თეირანის ტერორისტული რეჟიმთან“ თანამშრომლობს. ჰადსონის ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.