საქართველოში, უკრაინის საელჩოში ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

18:20, 31.03.2019

საკუთარ არჩევანს აკეთებენ დილიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები. ხმის მიცემა მათ, დიპლომატიურ უწყებაში, უკრაინის საელჩოში შეუძლიათ.

რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 8 460-ს შეადგენს. ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა 237 მოქალაქემ.

ხმის მიცემის პროცესი, თბილისის დროით, საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება.

მსგავსი