საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მესამე კვარტალში 594.5 მლნ $ შეადგინა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მესამე კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე 17.6%-ით მეტია. მთლიანობაში, 3 კვარტალში ინვესტორებმა ქვეყნაში 1 მილიარდ 346 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.

თუ წინა წლების 3 კვარტლის მონაცემებს შევადარებთ, ბოლო 7 წელიწადში ქვეყანას ამ რაოდენობის ინვესტიცია არ მიუღია.

ინვესტიციების განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მშენებლობაში, ენერგეტიკასა და საფინანსო სექტორში. მთავარი ინვესტორი ქვეყნები კი, აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან.